შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა – (ფოტოკოლაჟი)

0

გორის რაიონის სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბმვ-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ქალბატონი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი