პრეზიდენტი: პოლიტიკური თანამდებობიდან ისე წასვლა, რომ საზოგადოებას არ უხსნი რატომ მიდიხარ, შეურაცხმყოფელია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო.

მისივე განმარტებით, ამგვარი რამ, ეს ერთი მხრივ, ხალხის შეურაცხყოფაა, მეორე მხრივ კი დემოკრატიული პოლიტიკური პროცესს ეწინააღმდეგება.

„ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე არიან, ერთნაირად გამოხატეს აღშფოთებაც და შეშფოთებაც პოლიტიკიდან პრემიერ-მინისტრის და შემდეგ რეგიონის ხელმძღვანელის ასე წასვლის თაობაზე. შინაარსი რაშია? ოპოზიცურ პარტიებს შეიძლება ძალიან არ მოსწონდათ და არ იყვნენ მათი მხარდამჭერები, მაგრამ პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას რატომ მიდიხარ, ერთი მხრივ შეურაცხმყოფელია, ხოლო მეორე მხრივ, არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგო.

ასე რომ, ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები