მამუკა არეშიძე – თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ის იქნება უკონკურენტო

„იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მაშინ „ქართული ოცნების“ შანსი არჩევნების მოგების – იქნება ძალიან დიდი. ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც ექსპრემიერი “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. “არც ერთ მის კონკურენტს არავითარი შანსი არ ექნება. თუმცა არ ვიცი ეს ინფორმაცია შეესაბამებება თუ არა სიმართლეს, რადგან მე რამდენადაც ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, ის კომფორტულად გრძნობს თავს პარტიის თავჯდომარის პოსტზე და არ მგონია რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან არ უყვარს საჯარო პოლიტიკაში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილება აქვს, ის არის ფიგურა, რომელიც ქვეყანას საზღვარგარეთ წარმოადგენს და ვფიქრობ, ამ უფლებამოსილების შესრულება ბიძინა ივანიშვილს მაინც და მაინც არ უნდა, თუ არ იქნება გარემოებები, რომელიც მას აიძულებს ამ ნაბიჯის გადადგას. ერთადერთი, შესაძლოა ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია იყოს ისეთი, რომ მას სთხოვონ თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა ამ მნიშვნელოვან პოსტზე, რომელიც საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. სხვა რამე გარემოებას ვერ ვხედავ“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები