სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას თვის ბოლოსთვის აანონსებს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი არ საუბრობს საკითხზე, აქვს თუ არა კონსულტაციები „ქართულ ოცნებასთან“ საპრეზიდენტო კანდიდატად მის დასახელებასთან დაკავშირებით.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ალბათ თვის ბოლომდე გააკეთებს.
„არ გეტყვით, თქვენ რაც გინდათ. არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და როცა განცხადება გასაკეთებელი მექნება, ამ განცხადებას გავაკეთებ. როგორც ჩანს, თქვენ ჩემზე მეტი იცით. რისი თქმაც მინდა, იმას იმ დღეს გეტყვით, როცა მე გადავწყვეტ. ყველას დაგიბარებთ და გეტყვით. ბრიფინგების გამოცდილება მაქვს და ბრიფინგს ჩავატარებ. განცხადებას ალბათ ამ თვის ბოლომდე გავაკეთებ. მეტს არაფერს გეტყვით. დათანხმებაზე საუბარი არ არის. მე ჩემს გადაწყვეტილებას ვიღებ. გითხარით დღეს სათქმელი, რაც მაქვს. ყველა კითხვაზე პასუხს მერე გაგცემთ. თუ-ებზე არასოდეს ვლაპარაკობ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები