„რაზე უნდა ისაუბრონ საქართველოსთან დაკავშირებით – ტრამპმა უნდა შეათანხმოს პუტინთან გახდება, თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი?“

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება.

როგორც ანალიტიკოსი ვარაუდობს, შეხვედრაზე საქართველოზე საუბარი არ იქნება. ამის შესახებ სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაანცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში რაიმე სერიოზული გარღვევა არ მოხდება.
„ორი საკითხია გაცხადებული ოფიციალურად, ესაა უკრაინა და სირია. გასაგებია, რატომ არის უკრაინა აქტუალური და მინდა, ეს ყველამ გაიგოს , იმის გამო არა, რომ უკრაინა საქართველოზე წინ დგას ნატოსთან, ან აშშ-სთან თანამშრომლობაში. არ დგას წინ და ეს ამ სამიტმა დაგვანახა. ითქვა, რომ უკრაიანას მოუწევს ლოდინი და რეფორმების გატარება, საქართველოსთან მიმართებაში პრეტენზიები არ არის არც რეფორმებზე, არც მზადყოფნაზე და ა.შ. საქართველოში არ არის აქტიური სამხედრო დაპირისპირება და უკრაიანაში თითქმის ყოველდღე ისვრიან დონბასში. არის ევროპის და აშშ-ს დაინტერესება , რომ დონბასში კონფლიქტი ჩაცხრეს. მეორე საკითხია სირია, იქ ამერიკა ბოლო თვეების განმავლობაში პასიურობს. ალბათ, რუსეთთან სავაჭრო თემა იქნება ირანის ჯარების გაყვანა სირიიდან.
გაცხადებულია, რომ მათ ექნებათ პირისპირ შეხვედრა, რა თქმა უნდა, საქართველოზე არ ისაუბრებენ, რაზე უნდა ისაუბრონ საქართველოსთან დაკავშირებით? ტრამპმა უნდა შეათანხმოს პუტინთან გახდება, თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი?
აშშ-მ კანონმდებლობის დონეზე გაწერა , ბიუჯეტში უწერიათ – რომ ყველა სახელმწიფო რომელიც ითანამშრომლებს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან , ვერ მიიღებენ აშშ-ს ფინანასურ დახმარებას. აქ დაფიქსირებულია სახელმწიფოს პოზიცია, რა გააკეთონ კიდევ?“- განაცხადა სალუქვაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქში შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები