შსს 20 წლის ახალგაზრდაზე თავდასხმაში პოლოციელების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდასხმაში პოლიციელების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ინციდენტის შესწავლა დაიწყო.
თათა დავითულიანი სოციალურ ქსელში მისი შვილის პოლიციელების მიერ ცემის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ის ამბობს, რომ სამართალდამცველები მის 20 წლის ვაჟს, კოკა კობალაძეს სახლში შეუვარდნენ და მამის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, რომელიც 2 წელია დაკავებულია, მასზე იძალადეს.

კოკა კობალაძე ამჟამად ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ექიმის თქმით, ის საავადმყოფოში თავის ტვინის შერყევით გუშინ შეიყვანეს.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოკა კობალაძე კრიმინალური ავტორიტეტის, ალექსანდრე კობალაძის ვაჟია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები