ნიდერლანდების სამეფოს ყველაზე ძველი სიმფონიური ორკესტრი 140 წლის იუბილეს საქართველოში აღნიშნავს
22, 27 და 28 ივლისს, ვაკის პარკში, ნიდერლანდების სამეფოს სიმფონიური ორკესტრი საქართველოში კონცერტებს გამართავს. ამ ინფორმაციას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„მოხარულები ვართ, რომ წელს ნიდერლანდების სამეფოს ყველაზე ძველი სიმფონიური ორკესტრი “სველინკის ორკესტრი” 140 წლის იუბილეს საქართველოში აღნიშნავს!
20 ივლისს, ორკესტრი ათი დღით გაემგზავრება საქართველოში, სადაც გაიმართება სამი კონცერტი თბილისში (22 ივლისი), ბათუმსა (27 ივლისი) და ქუთაისში (28 ივლისი)“, – აღნიშნულია განცხადებაში.