ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა 188 გერმანულენოვანი თარგმანით წარდგება
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა 188 გერმანულენოვანი თარგმანით წარდგება.
როგორც „კვირას“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ქართული ლიტერატურის გერმანულენოვანი თარგმანებისა და გამოცემების კატალოგი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სპეციალურად მომზადდა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის.
კატალოგში გაერთიანებულია 2010-2018 წლების გერმანულენოვანი გამოცემები, რომელთა უმრავლესობა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა.