სამგორის რაიონში 170 ოჯახს წყლით მომარაგების პრობლემა მოეხსნება

სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალსადენის ქსელის მოწყობა იგეგმება. აღნიშნულ მისამართზე დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე იმყოფებოდა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მოსახლეობას უწყლობის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა. დღეს დეპუტატი თვალჭრელიძის ქუჩაზე მივიდა და მოსახლეობას აცნობა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალსადენის ქსელი უახლოეს მომავალში მოეწყობა.
პროექტის ფარგლებში 3460 გრძივი მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი მოეწყობა, რის შედეგადაც თვალჭრელიძის შესახვევში, ზაზა დამენიას ქუჩაზე და მიმდებარე შესახვევებში მცხოვრებ 170-მდე ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება.

მოსახლეობასთან შეხვედრას სამგორის რაიონის გამგებელი, კახაბერ გულედანი და საქართველოს პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები