დღეს გუდაბერტყას არქეოლოგიურ ნამოსახლარზე ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტი გაიხსნება

დღეს, 11 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გუდაბერტყას არქეოლოგიურ ნამოსახლარზე ახალ ინფრსატრუქტურულ ობიექტს გახსნიან.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში, კლუბ „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ფარგლებში, გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მუნიციპალურ თეატრ „გლობუსს“ შორის.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში „გლობუსის“ თეატრალური დასი დამსწრე საზოგადოებას ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლ „პარტახს“ შესთავაზებს, რომელიც რეჟისორმა სანდრო მრევლიშვილმა დადგა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები