თბილისის საკრებულოში ძველ თბილისურ სადარბაზოებზე ისაუბრებენ

7 ივლისს, 12:00 საათზე, დედაქალაქის საკრებულოში ძველ თბილისურ სადარბაზოებზე ისაუბრებენ.
როგორც „კვირას“ საკრებულოდან აცნობეს, ღონისძება პროექტის – ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში ტარდება, რომელიც ყოველი თვის პირველ შაბათს იმართება.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ისტორიკოსი, თბილისის ისტორიის მკვლევარი, თამარ თავაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მარიკა დარჩია უმასპინძლებენ.
თამარ მეფის დარბაზში, თვითნასწავლი ხელოვანის, ლიანა ღუდუშაურის ქართული ტრადიციული მძივით (ქარვით) შესრულებული ნამუშევრები გამოიფინება.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები