„ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ – ღია ცის ქვეშ მოქანდაკეთა გამოფენა გაიმართება

7 -8 ივლისს, 18:00 საათზე,  მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა“  ღია ცის ქვეშ მოქანდაკეთა გამოფენას – „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ – უმასპინძლებს.
გამოფენა ოფიციალურად გაიხსნება: 7 ივლისს, 18 საათზე.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის მიზანს მერაბ ბერძენიშვილის სიცოცხლეში დაფუძნებული მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის გაგრძელება წარმოადგენს. ფორმატი მოიცავს, კულტურის ცენტრში ღია ცის ქვეშ, ორი დღის განმავლობაში მცირე ზომის ქანდაკებების გამოფენის მოწყობას, მოქანდაკეების ერთ სივრცეში გაერთიანებას.
ღონისძიება ეძღვნება ბატონ მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მოქანდაკეები:
• გენო ზაქარაია;
• გოგი შხვაცაბაია;
• ნეველ ჯიქია;
• ჯონი გოგაბერიშვილი;
• ზაურ ჯოხაძე;
• ჯუმბერი ჯიქია;
• ვალერი ჯიქია;
• გურამ ქაჯაია;
• ნუგზარ მანჯაფარაშვილი;
• მურაზ მურვანიძე;
• მერაბ ცინცალაძე;
• გიორგი კვაჭაძე;
• გურამ ნიკოლაძე;
• ავთო მჭედლიშვილი;
• გია მადათოვი;
• გია ჭანკოტაძე

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრის, საქართველოს კულტურის ფონდის, კომპანია „ვიპიარ ჯგუფის“ ორგანიზებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები