Art-გენის თბილისის ტური ნინო ქათამაძის კონცერტით გაიხსნება
Art-გენი 2018-მა სტარტი 21 ივნისს რეგიონული ტურნეთი აიღო.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წელს ფესტივალი მაყურებელს თბილისის ტურზე საინტერესო სიახლეებს სთავაზობს, მათ შორის იქნება, ჰიპ-ჰოპის დღე. ერთი კვირის მანძილზე, დღის განმავლობაში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. ტრადიციულად მოეწყობა ჰამაკების და პუფების ზონა, ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და სხვადასხვა ტიპის კრეატიული სივრცეები.
8 ივლისს თბილისის ტურს ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“ გახსნის“. 15 ივლისს კი ნიაზ დიასამიძის და 33ა-ს კონცერტით დაიხურება.
წელს პირველად Art-გენ-ზე ჰიპ-ჰოპის დღე გაიმართება. Art-გენის მაყურებელს ტრადიციულად ელოდება „სუხიშვილების“ რობი კუხიანიძის, ჯგუფ ფრანის და ჯგუფ ReGGaeon -ს კონცერტები. ასევე უკვე მეორედ Art-გენის სცენა დაეთმობა ჯგუფ Asea Sool-ს, რომლის სიმღერის ჩანაწერიც სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ჰიტად იქცა და მაყურებლის ფართო აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება მოიპოვა.
2004 წლიდან დღემდე ფესტივალმა Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა . ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს და დებიუტანტებს სთავაზობს მაყურებელს .
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში “ ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი მრავალი უნიკალური მასალა.პროგრამა:
8 ივლისი – ნინო ქათამაძე – „ინსაითი“;
ფოლკლორი: შიდა ქართლი, გურია – ანსამბლი „იადონი“ (ოზურგეთი).
9 ივლისი – „Asea Sool”.
ფოლკლორი: სამცხე-ჯავახეთი – ანსამბლი „მესხეთი“(ახალციხე).
სამეგრელო
10 ივლისი – ჰიპ-ჰოპის დღე;
ფოლკლორი: იმერეთი, აფხაზეთის დღე.
11 ივლისი – რობი კუხიანიძე – „აუთსაიდერი“
ფოლკლორი: სვანეთი – ანსამბლი „მიჟე ნარი“ (ლენტეხი. ჩოლური)
ქვემო ქართლი
12 ივლისი – ჯგუფი „ფრანი“;
ფოლკლორი: კახეთი – ანსამბლი „პატარა კახი“ (თელავი);
პანკისის ხეობა – ანსამბლი „პანკისი“; თუშეთი.
13 ივლისი – „სუხიშვილები“
ფოლკლორი: რაჭა – ანსამბლი „ძირიანი“.
ლეჩხუმი
14 ივლისი – ჯგუფი „რეგიონი“
ფოლკლორი: აჭარა – ანსამბლი „ელესა“ (ქედა)
15 ივლისი – ნიაზ დიასამიძე და 33ა
ფოლკლორი: მცხეთა-მთიანეთი, ლელა თათარაიძე.