მარიამ გულბიანის ფილმი სარაევოს კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში მოხვდა

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალმა დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამა გაასაჯაროვა. რჩეულ ფილმებს შორის მოხვდა მარიამ გულბიანის ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება”, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმში მოქმედება  პანკისის ხეობაში ვითარდება. მთავარი გმირები – იიმან და ევა პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში ცხოვრობენ. იიმანი 13 წლისაა, ევა – 12-ის. ქისტი გოგონების მამები საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. მათთვის ერთადერთი თავისუფალი სივრცე კინოგაკვეთილებია, რომელიც პროექტ „კინო სკოლაში“ ფარგლებში მიმდინარეობს.
ფილმის რეჟისორი მარიამ გულბიანიც აქტიურად არის პროექტში ჩართული და პანკისის ხეობაში ახალი თაობის კინოგანათლებაზე ზრუნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები