ზუგდიდში 14 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, 14 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, იგი მის უმცროს ძმასთან და სხვა თანატოლთან ერთად, მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძზე ავიდა და დენმა დაარტყა. მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა.

თანასოფლელების ცნობით, ის სპორტსმენი იყო.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები