თელავში, სოფელ ყარაჯალასთან მომხდარ ავარიას, მამაკაცი ემსხვერპლა

თელავში, სოფელ ყარაჯალასთან მომხდარ ავარიას, 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს “ოპელის” და “ტოიოტას” მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც „ოპელის“ მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.

ავარიის დროს დაშავებული ორი პირი კი, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო ჯგუფები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები