ტრაგედია საჩხერეში – 2 წლის ბავშვი მანქანაში დაიწვა

საჩხერის მუნიციპალიტის სოფელ ვაკისაში 2 წლის ბავშვი მანქანაში დაიწვა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ავტომობილი ეზოში იყო გაჩერებული სადაც ბავშვი თამაშობდა, რა დროსაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ შემთხვევის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის ბალონის გაუმართაობა გახდა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები