გლდანში მომხდარი ავარიის შედეგად, ბაიკერი დაიღუპა (ფოტო)

თბილისში, ე.წ. გლდანის ხიდებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ბაიკერი დაიღუპა.
ბაიკერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, მიღებული ტრავმების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები