ვახტანგ მაისაია: ამ კომიკური სიუჟეტებით დევრიშაძის ჯაშუშობასა და მის მიერ ბიზნესსაქმიანობის განვითარებაზე საუბარი, სასაცილოა

„ნაცმოძრაობამ“ და „რუსთავი 2-მა“ სჯობს, მიხედონ საკუთარ თავს, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თავდაცვისა და შს მინისტრების პარლამენტში დაბარებას, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქმე ეხება, ბიზნესმენ პეტრე დევრიშაძეს. სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს, ძირითადად, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.
დევრიშაძე 2010 წელს „გრუ-სთან“ თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა და საჯაროდ დღემდე არ უარუყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.
„ენვერი“ იყო აბსოლუტურად დადგმული სპექტაკლი, ეს იყო ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. „ენვერის“ სპეცოპერაცია რას წარმოადგენდა, მე როგორც უსაფრთხოების სპეციალისტმა, ვერც თავი გავიგე, ვერც ბოლო. ქართველ გმირებს, სამხედრო მფრინავებს, ჯაშუშობა დააბრალეს და აღმოჩნდა, რომ ისინი ჯაშუშები არ იყვნენ.
„ენვერის“ სერიოზულად განხილვა კომიკურია, ბენი ჰილის კომიკური სიუჟეტია. ამ კომიკური სიუჟეტებით საუბარი დევრიშაძის ჯაშუშობაზე და მის მიერ ბიზნესსაქმიანობის განვითარებაზე სასაცილოა და ამაზე კომენტარიც სისულელე იქნება. ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო სისულელე, როგორც პოლიტიკური ფენომენი და „რუსთავი 2“ არის სისულელე თავისი სულელური ზღაპრებით“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები