გომბორის უღელტეხილზე ავტობუსი გადაბრუნდა

გომბორის უღელტეხილზე თელავის მიმართულებით მოძრავი „სუზუკის” მარკის ავტობუსი გადაბრუნდა.
მომხდარი ავტოავარიის შედეგად ბელორუსი ტურისტები დაშავდნენ.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო და სამაშველო ბრიგადები. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები