ნაფარეულის გზაზე ავტომობილი ალაზანში გადავარდა არიან დაშავებულები

ნაფარეულის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა Toyota-ს მარკის მსუბუქმა ავტომობილმა ჯებირი გაარღვია და მდინარე ალაზანში 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ავტომანქანაში მძღოლი, სამი ქალი და 13 წლამდე ასაკის გოგო იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები