გაჩეჩილაძე სააკაშვილის განაჩენზე: ყველაფრის პოლიტიკაზე დაბრალება როგორ შეიძლება

საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისად უნდა დაისაჯოს.
მან პოლიტიკური მოტივით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამორიცხა.
„ადამიანი კინაღამ მოკლეს და ეს კადრები ყველამ იცის და ნანახი აქვს მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს. ამიტომ ყველაფრის პოლიტიკაზე დაბრალება როგორ შეიძლება. დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ვინც მითითება მისცა და ამის გამო ეს გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, უშუალოდ იყო ჩარეული სააკაშვილი, რისი ღირსიც არის, ის უნდა მიიღოს”, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები