კახა კალაძე: ქალაქს უნდა მოვუაროთ ისე, როგორც საკუთარ ოჯახს

„ქალაქს უნდა მოვუაროთ ისე, როგორც ჩვენს სახლებში საკუთარ ნივთებს ვუვლით“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სადაც ახალი პროექტის „გაუფრთხილდი ქალაქს“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის – “გაუფრთხილდი ქალაქს” განხორციელებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქის გალამაზებასა და დასუფთავებაში ყველამ ჩვენი ვალდებულება ავიღოთ. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანია მოხალისე, ვისაც სურვილი აქვს მსგავს ღონისძიებაში ჩაერთოს. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ. პასუხისმგებლობა, რაც გვაქვს აღებული, კარგად გვესმის და ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ, თუმცა მოსახლეობის მხრიდან თანადგომა გვჭირდება.

უამრავი მაგალითი შემიძლია  მოვიყვანო და გაჩვენოთ ფოტოები – ახალი გაკეთებული სკვერები, ბაღები თუ რა მდგომარეობაშია და როგორ არის დაზიანებული. ვანდალიზმის ძალიან ბევრი ფაქტია. ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება, რომ მოსახლეობას ავუხსნათ-რასაც  დედაქალაქის მერია აკეთებს, ის თანხები, რაც იხარჯება, არის ამ ადამიანების შენატანი ბიუჯეტში, ჩვენ კი უბრალოდ მენეჯმენტს ვუწევთ თანხებს. ამდენად, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული და ერთად მოვუაროთ ჩვენს დედაქალაქს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საკონკურსო პროექტების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 18 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით, კონკურსის შედეგები კი გასაჯაროვდება არაუგვიანეს 2018 წლის 30 ივლისისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები