ფრანგი და სამხრეთ კავკასიელი მეცნიერების ერთობლივი პროექტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ჯგუფის (GDRI) – „სამხრეთ კავკასიის გეოლოგიური მეცნიერებები“- ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით ჟენევიევ ფიორასო, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი რადიკ მარტიროსიანი ესწრებოდნენ.