თბილისის საქალაქო სასამართლოსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსა და კავკასიის უნივერსიტეტს (CSL) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მოაწერეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე სტუდენტებსაც შეხვდა. საჯარო ლექციაზე მამუკა ახვლედიანმა სასამართლოში საქმის ელექტრონული წარმოების პროგრამის შესახებ ისაუბრა და სტუდენდების შეკითხვებს უპასუხა. სტუდენტებმა შეკითხვები, ძირითადად, მოსამართლის დანიშვნის წესისა და სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ დასვეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლო სასამომავლოდაც მხარს დაუჭერს სტუდენტების ინიციატივას პროფესიული განვითარების თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები