წერეთლის გამზირზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
შემთხვევა წერეთლის გამზირზე N 67 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ბრიგადები არიან მობილიზებული.

შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები