მდინარე არაგვზე წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მდინარე არაგვზე წყლის ხარისხი გამოიკვლია. ჩატარებული კვლევების შედეგად, მდინარე არაგვზე წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირდა.

სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში განისაზღვრა 32 ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრი, მათ შორის, მთავარი იონები, ბიოგენები, ჟანგბადის ბიოლოგიური მომხარება, ელ-გამტარობა, გახსნილი ჟანგბადის შემცველობა და მძიმე ლითონების კონცენტრაციები. არებულ სინჯებში განისაზღვრა ასევე ტოტალური კოლიფორმების, E.coli-სა და ფეკალური სტრეპტოკოკების შემცველობა.

კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზედაპირული წყლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ყოველთვიური კვლევების შედეგები განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gea.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები