თურქეთში საქართველოს მოქალაქე ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა

თურქეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შემთხვევა გედიზი-ქუთაჰიას გზის 22-ე კილომეტრზე, საქართველოს სახელმწიფო ნომრით SZ-117-SS მოძრავი ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე მანქანის მძღოლი, ვასილ ქვრივიშვილი დაიღუპა.
თურქმა სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყეს.
ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.
თურქეთში საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია თურქეთში საქართველოს საკონსულო.
მათივე თქმით, საკონსულოს წარმომადგენლები ოჯახს ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურებში დაეხმარებიან.
მათივე ინფორმაციით, თურქეთიდან საქართველოში ცხედრის გამოსვენების ფინანსურ ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები