გიორგი არსოშვილმა „მრგვალი მაგიდა“ გორში გამართა

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი რეგიონებში პრობაციონერებთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის, გურიისა და კახეთის შემდეგ, „მრგვალი მაგიდა“ მან ამჯერად უკვე გორში, შიდა ქართლის რეგიონში აღიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან გამართა.
პრობაციის ოფისში გამართულ შეხვედრაზე გიორგი არსოშვილმა ისაუბრა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ სიახლეებზე, კერძოდ, სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს შექმნის მნიშვნელობაზე, აგრეთვე, პირობით მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებზე და კანონით გათვალისწინებულ შეღავათებზე. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა პირობით მსჯავრდებულთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა და მათ, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, კვალიფიციური რჩევები მისცა. გიორგი არსოშვილის განცხადებით, მან ადგილზე მოისმინა პრობაციონერთა საჭიროებები და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მისივე განმარტებით, სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტები უშუალოდ უკავშირდება ამ საკითხების მოგვარებას და პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები