ყოფილი „მეცხრეარხელები“ საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიას დააფუძნებენ

„მეცხრე არხის“ ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც „მეცხრე არხის“ საეთერო სივრცეში დაბრუნება სურდათ, მაისის ბოლოს ახალ სამაუწყებლო კომპანიას დააფუძნებენ. პირველი ქართული საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიის (Georgian International Broadcasting Company -ს (GIBC) დამფუძნებლები: რამაზ სამხარაძე, რუსუდან წერეთელი, გიორგი ფოფხაძე და მათთან ერთად 100-მდე ყოფილი „მეცხრეარხელი“ იქნება.
„ჩვენ ვმუშაობთ ახალ სამაუწყებლო კონცეფციაზე და მაისის ბოლოს „მეცხრე არხის“ დაახლოებით 100-მდე ყოფილი თანამშრომელი კერძო სამაუწყებლო კომპანიას დავაფუძნებთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა ფინანსურ ჯგუფთან, მათ შორის საზღვარგარეთ“. რამაზ სამხარაძის განცხადებით, ესენი არიან ბიზნესსექტორის და ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები. სამაუწყებლო კომპანია „GIBC“ რამდენიმე ენაზე განახორციელებს მაუწყებლობას. დამფუძნებლების განცხადებით, სამაუწყებლო ფორმატის დიდი ნაწილი საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმატის გადაცემებს დაეთმობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები