ბოლნისში, ადგილობრივი ბაზალტით რამდენიმე ქუჩის მონაკვეთი მოპირკეთდება

ქალაქ ბოლნისის ქუჩების ქვაფენილით მოწყობის სამუშაოები წელსაც გრძელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სამშენებლოს სამუშაობის შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი ოთხ ობიექტზე უკვე გამოაცხადა.
ბოლნისის ბაზალტით წისქვილის, ლადო ასათიანის, ფარნავაზ მეფის, შოთა რუსთაველისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გარკვეული მონაკვეთები მოიკირწყლება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მოეწობა ტროტუარები და სანიაღვრე ცხაურები. სამუშაოებისას ადგილობრივი მაცხოვრებლები დასაქმდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები