მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის პროგრამა ინტენსიური რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტს, მის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობის ახალი პროგრამა ინტენსიური რეფორმების განცორციელებას ითვალისწინებს.

“პირველ რიგში მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენ წარმოვადგინეთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც ვაპირებთ, საქართველოსი განვახორციელოთ ინტენსიური რეფორმები. ამ პროგრამის განუყოფელი ნაწილია მცირე მთავრობის კონცეფცია, შესაბამისად ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენთ, იქნება მცირე მთავრობის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს სამინისტრო ერთეულების 11 სამინისტრომდე დაყვანას”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტს დაახლოებით სამ კვირაში წარუდგენს მინისტრთა განახლებულ კაბინეტს, რომელიც რომელიც მთავრობის პროგრამის შესრულებაზე პასუხისმგებლობას მასთან ერთად აიღებს.

პრემიერ-მინსიტრ მამუკა ბახტაძის თქმით, იმ გამოწვევებისთვის, რომელიც წინაშეც საქართველო დგას, არ არის საჭირო 11 სამინისტროზე მეტი და საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს იმ ინიციატივებს, რაც სტრუქტურულ რეორგანიზაციას უკავშირდება.

“რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, არასწორი იქნება ჩემი მხრიდან, დავასახელო კანდიდატები. მე რაც შემიძლია, ჩემი მხრიდან გითხრათ, არის ის, რომ კაბინეტში იქნებიან ახალი სახეები”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროფესიული წრეებიდან წამოსულ სხვდასხვა კანდიდატებთან, რომლებსაც აქვთ რეფორმების განხორციელების ხედვა და შესაბამისი გამოცდილება.

“ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვაქვს უკვე მიღებული თანხმებობები ძალიან საინტერესო კანდიდატებისგან, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა ახალ კაბინეტში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დარჩენასა და მთავრობის ახალ შემადგენლობაში ახალი სახეების შესაძლო გამოჩენასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ.

“საუბარია პროფესიულ წრეებიდან წამოსულ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიკაცია, ხედვა, რომ ერთად განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლითაც მოხდება ჩვენი ეკონომიკისა და ყველა სფეროს ტრანსფორმაცია”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” არის ერთიანი პოლიტიკური გუნდი და გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციების საფუძველზე მიიღება.

“სამინისტროს გაერთიანებები იქნება ორგანული, გავითვალისწინებთ ყველა სამინისტროს სპეციფიკას, რომელიც ხელს შეუწყობს უმნიშვნელოვანეს მომენტებს – ეფექტურობას, მოქნილობას, ოპერატიულობას. ჩვენ გვჭირდება მეტი ოპერატიულობა გადაწყვეტილების მიღებიდან იმ მომენტამდე, როდეასც ამ გადაწყეტილების თანმდევი სიკეთე მიდის მოქალაქქემდე. ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები