ლევან დავითაშვილი სერგო რატიანს პასუხობს -ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი

„ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი და ჩვენი სამინისტროს დადანაშაულება სიცრუის გავრცელებაში ყოვლად აღმაშფოთებელია“, – ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატიმა ლევან დავითაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრს სერგო რატიანს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი და სამინისტროს პოზიცია, RMG – სა და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ, მკაცრი და პრინციპულია.

„ჩვენი სამინისტროს დადანაშაულება სიცრუეში არის აღმაშფოთებელი. კონკრეტულად ერთ–ერთ საბადოზე, რომელზეც დღეს დეპუტატი სერგო რატიანი საუბრობდა, კერძოდ ბნელი ხევის ტერიტორიაზე, უნდა აღინიშნოს, რომ სამთო–მოპოვების ლიცენზია გაცემულია მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს – 2011 წელს. რომლის თანახმად, კომპანიას კანონმდებლობის დაცვით შეუძლია აწარმოოს საქმიანობა. აქვე განვამარტავ, რომ საქმიანობის წარმოება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუკი კანონით გათვალისწინებულ პირობებს დააკმაყოფილებს. კომპანიამ უნდა მოიპოვოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, ასევე, უნდა მოხდეს შეფასება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ RMG – სა და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ გვქონდა და გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია. ამ დროს კი სპეკულირება, თითქოს ჩვენ ვართ არაპრინციპულები – ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები