“მამუკა ბახტაძე იქნება ღირსეული პრემიერმინისტრი, რომელიც დიდი წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვის საქმეს”

“ქვეყანას ეყოლება ღირსეული პრემიერმინისტრი, რომელიც, დიდი წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვას”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღე შეაჯამა და განაცხადა, რომ დღის მთავარი მოვლენა მამუკა ბახტაძისთვის პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე ნდობის გამოცხადება იყო.

“დღევანდელი დღის მთავარი მოვლენა იყო მამუკა ბახტაძისთვის ნდობის გამოცხადება პრემიერმინისტრობის პოზიციაზე და მე მოხარული ვარ, რომ ამ პოზიციას იკავებს ღირსეული ადამიანი. ღირსეული პრემიერმინისტრი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება ქვეყნის მართვის საქმეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ გადავდივართ ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე და მე მინდა, ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო მამუკა ბახტაძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები