“ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი სისტემა, რომელიც გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს”

პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, დასკვნით სიტყვაში გამოსვლაში აქტიური მუშაობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

“მინდა, გთხოვოთ ნდობა, რომ მომცეთ საშუალება, უმოკლეს ვადაში წარმოვადგინო ის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა გადავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი სისტემა, რომელიც გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე. მე წარმოვადგინე პროგრამა, სადაც მოცემულია ყველა ის ძირითადი რეფორმა და პრიორიტეტული მიმართულება, რომლზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და რომელსაც ჩვენს პროგრამაში განვავითარებთ. ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ, ეფექტურად გავუმკლავდეთ ყველა გამოწვევას და პრობლემას, რაც დღეს საქართველოს წინაშე არსებობს – ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, იმ ინსტიტუტების განმტკიცება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს შემდგომი მდგრადი განვითარება და მისი ინტეგრაცია ევრტოატლანტიკურ სტრუქტურებში. დღეს მოვისმინე ბევრი შეფასება ჩემს კოლეგებზე და მინდა, თითოეულ თქვენგანს გადავუხადო მადლობა, მადლობა გადავუხადო ყველა წინამორბედს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესებისთვის, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ საგარეო წარმატებების შექმნაში, რომელიც დღეს გვაქვს. სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა მე ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტში კომუნიკაციის კუთხით, თითოეული რეფორმის განხილვისას არა მხოლოდ პარლამენთტან და პატივცემულ დეპუტატებთან, არამედ საზოგდაოებასთან. ზოგადად ეს არის ჩვენი მუშაობის პრინციპი. ეს რეფორმა, რომელიც არის წარმოდგენილი, არის სწორედ შედეგი იმ მუშააობისა, რომელიც გავწიეთ კერძო სექტორთან და ეს არის ნათელი მაგალიტი იმისა, რა გზით ვაპირებთ ჩვენ ამ ინსტიტუტების განვითარებას და განმტკიეცბას.

კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო აქტიური მუშაობის მზადყოფნა პარლამენთტან, მით უმეტეს, რომ ასეთი საინტერესო მოქალაქეები არიან წარმოდგენილნი, დაჯილდოებული სხვადასხვა ნიჭით, მათ შორის განსაკუთრებული ნიჭითაც და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბევრის გამოსვლაში.

მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, მომცეთ საშუალება, ძალიან მომკლე ვადაში, 2-3 კვირაში წარმოვადგინო განახლებული სტრუქტურა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ეკონომიკაში. მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მოსმენისთვის და გისურვოთ წარმატებები”, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები