დავით ზალკალიანი: ყველანაირი ბარიერი უნდა გაიხსნას იმისათვის, რომ ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სიკეთეებზე

“პირველ რიგში ვიტყვი, რომ კატეგორიულად მიუღებელია ტერმინი დემარკაციის გამოყენება, არანაირ დემარკაციაზე საუბარი არ არსებობს,,-ანის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
“ეს არის ნონსენსი, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევა და ჩვენ პირიქით, ყველა შეხვედრაზე ძალიან მწვავედ, კატეგორიულად ვაყენებთ მიუღებლობას მავთულხლართების გავლების, ადამიანების გატაცების და ამ საკითხზე მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და ჟენევის თანათავმჯდომარეებთან” – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია ოკუპირებული ცხინვალის მიერ ე.წ. საზღვრის დემარკაციის მიზნით კომისიის შექმნაზე.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით ბარიერების აგების ნაცვლად, უნდა გაიხსნას ყველანაირი გზა, იმისათვის, რომ ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მყოფ მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა იმ სიკეთეებზე, რაც გააჩნია საქართველოს დარჩენილ, მთლიან მოსახლეობას.

“ამ ადამიანებს ჩვენ ვთავაზობთ იმ პროცესებს, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობით, განათლებაზე წვდომის კუთხით. ეს შეთავაზება არის ვალიდური მხოლოდ იმ პირობებში, როცა იქნება ყველანაირი ბარიერი აღებული და არანაირ დემარკაციაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, კატეგორიულად მიუღებელია ეს ტერმინი” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები