ეკა ბესელია “ნაციონალურ მოძრაობას”-კოლექტიური მოძალადეები კომიკურ სიტუაციაში ხართ

დღეს კოლექტიური მოძალადეები მსხვერპლს ეუბნებით – რატომ ხართ მსხვერპლის როლში, რატომ გადაირიცხა ის ფული? ხალხო, არ გრცხვენიათ?!, – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ნაციონალურ მოძრაობას“, რითაც მამუკა ბახტაძის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადარიცხულ 20 000 ლარის საკითხს გამოეხმაურა.

„საზოგადოება 2012 წლის ბოლომდე იყოფოდა ასე – მოძალადეები და მსხვერპლი. კომიკურ სიტუაციაში ხართ. თქვენ ახლა ეუბნებით და პასუხს სთხოვთ მამუკა ბახტაძეს, რატომ გადარიცხა ეს 20 000 ლარი? 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის განცხადება რომ გააკეთა, 2 დღეში ჩამოართვით მოქალაქეობა. მის სასამართლო პროცესზე მე და შალვა თადუმაძე რომ გამოვდიოდით, შეგვიყვანეთ სასამართლო დარბაზში, სადაც 3 ადამიანი თუ დაეტეოდა. კანონები გააუქმეთ და შეცვალეთ, „ქართუ ბანკი“ დააყადაღეთ. ისე ამოატრიალეთ სამართლებრივი სივრცე, ავტორიტარულ ქვეყნებშიც არ ხდებოდა ასე. დღეს, კოლექტიური მოძალადეები მსხვერპლს ეუბნებით – რატომ ხართ მსხვერპლის როლში, რატომ გადაირიცხა ის ფული? ხალხო, არ გრცხვენიათ? ან რომელი საზოგადოების სახელით ლაპარაკობთ? 9 წლიდან ჯერ თქვენ გამოდით და შემდეგ შეგვახსენეთ ჩვენ, რომ უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები