დავით ბაქრაძე: “ევროპული საქართველო“ მხარს არ უჭერს მთავრობის წარმოდგენილ შემადგენლობას

“ევროპული საქართველო“ მხარს არ უჭერს მთავრობის წარმოდგენილ შემადგენლობას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ვერ პასუხობს საზოგადოებრივ მოლოდინს, ვერც პროგრამით და ვერც მისი შემადგენლობით”, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა ბახტაძემ უმცირესობის სხდომაზე „ევროპული საქართველოსგან“ მიიღო შეთავაზება, რომ განიხილოს გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიზოგოს ბიუროკრატიული ხარჯი და ამის საშუალებით წელსვე მოხდეს პენსიის 50 ლარით გაზრდა.

“მთავრობა წარმოდგენისთანავე გახლავთ მორალურად და პოლიტიკურად მოძველებული, ვინაიდან მასში დღეს არიან სახეები, რომელთა გადადგომასაც ითხოვს საზოგადოების დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი. პროგრამაში არაფერი ყოფილა ნათქვამი იმ მოლოდინზე, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობს, თუნდაც სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების შესახებ და ა.შ.

უმცირესობის სხდომაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ მთავრობის საბოლოო შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ჩვენ ამ საკითხზე გვექნება კონსულტაცია. თუ ეს საკითხი განხორციელდა და პირობა შესრულდა, ეს შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული პოზიტივი, რომელსაც ჩვენი პენსიონერები ახალი მთავრობისგან მიიღებენ. ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, რომ ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე შევხვდეთ მთავრობას და პრემიერს, კონკრეტული გეგმით და პენსიის 50 ლარით მომატების პერსპექტივით“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები