21 ივნისი

10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“, ბალ რუმში გაიმართება, მუდმივმოქმედი საერთაშორისო პლატფორმის – „ახალი თაობა მშვიდობისათვის“ პრეზენტაცია.
ღონისძიება ორგანიზებულია კავკასიის რეგიონის ახალგაზრდების ინიციატივით და ეფუძნება საქართველოს მთავრობის 2016 წლის, აპრილის იდეას – „თბილისი მშვიდობის ქალაქი“.
ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ესწრებიან ევროპული ახალგაზრდული მოძრაობებისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საკონტაქტო პირი: ქეთევან ლომაია 599508355

11:00 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში „მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა თბილისში.

მისამართი: ა.წერეთლის 99; სადარბაზო 3; სართული 1; ბინა 49.
საკონტაქტო ნომერი: 555 40 00 55

11:30 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი; ახალი ბაღების მშენებლობა.

მისამართი: ა.წერეთლის 99; სადარბაზო 3; სართული 1; ბინა 49.
საკონტაქტო ნომერი: 555 40 00 55

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები