აშშ-ს სასამართლომ ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნო

აშშ-ს სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს. მას ბრალი ედება რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში.

სასჯელის ზომას, სასამართლო 21 სექტემბერს გამოაცხადებს და მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ხურციძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს.
თავად ავთანდილ ხურციძე თავს უდანაშაულოდ ცნობს.
ხურციძე იმ 33 ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ნიუ–იორკის პროკურატურამ ივნისში დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 15 ქართველია დაკავებული. ისინი რუსეთში მოქმედ “კანონიერ ქურდთან” რაჟდენ შულაიასთან კავშირში არიან მხილებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები