გიორგი კახიანი: ბახტაძის სახით ქვეყანას კარგი პრემიერი ეყოლება

მამუკა ბახტაძის სახით ქვეყანას კარგი პრემიერ–მინისტრი ეყოლება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

„მამუკა ბახტაძემ ქვეყნის განვითარების თავისი ხედვა წარმოადგინა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკის სფეროზე გაკეთდა. ეს ყველაფერი სწორი ხედვაა და ბახტაძის სახით, ქვეყანას ძალიან კარგი პრემიერი ეყოლება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისივე განმარტებით, უმრავლესობა დღეს მთავრობას ნდობას გამოუცხადებს, მოგვიანებით კი, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები