ავარია თბილისში – მძღოლს “პედლები” აერია და საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩავარდა (ფოტო)

0

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომობილის მძღოლს პარკირებისას პედლები აერია, მუხრუჭის მაგივრად გაზს მიაჭირა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა.

მძღოლს სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი