პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაა.

„მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პირველი მოსმენისთვის დადგენილი წესით განიხილება. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. შემდეგ გადავალთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, შემდეგ იქნება უკვე შესაბამისი გამოსვლები, როგორც არის გათვალისწინებული – კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა და დასკვნითი სიტყვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში გუშინ მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები