თბილისში უამინდობის გამო 70 გამოძახება დაფიქსირდა
დედაქალაქში ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაახლოებით 70 გამოძახება დაფიქსირდა. ამის შესახებ „კვირას“ თბილსის სამაშველო სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფომაციით, ძლიერმა ქარმა იუსტიციის სახლთან ხე მოგლიჯა.
გარად ამისა, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორა ერთი სახლი, ხოლო კუს ტბაზე მყოფი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები ტერიტორიიდან ჩამოსვლას ვერ ახეხებდნენ. მათ სამაშველო სამსახურის დახმარება დასჭირდათ. ამასთან, წვიმის შედეგად დედაქალაქის ზოგიერთი საავტომობილო გზა დაიტბორა, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობა შეფერხდა.