საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე 2 პირი პასუხისგებაში მისცა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინა და  ორი პირი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებული, ყალბი ნოტარიული მინდობილობის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ქალაქ თბილისში მდებარე, კერძო პირის საკუთრებაში არსებულ 469 000 ლარის ღირებულების ჯამში 2 441 მ2  ფართობის მიწის სამ  ნაკვეთს.  მეორე შემთხვევაში, ბრალდებული, ასევე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ  558 მ2   მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება 33 862 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე, მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.  ასევე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე  სხვა პირების დადგენა – მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  ვადით 6-დან 9 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები