სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე ოთხ პოლიციელს საყვედური, მათ ხელმძღვანელს კი, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს

სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს განცხადება დღეს ზაზა სარალიძეს გადაეცა.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, შს სამინისტროს ხუთი მოსამსახურის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთა.
„დღეს ჩვენ გენინსპექციაში ვიმყოფებოდით სასამართლოს სასადილოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმებით გამოვლინდა ხუთი პირის სამსახურებრივი დისციპლინური გადაცდომა. ზომად გამოყენებული იქნა როგორც საყვედური, ასევე ხელმძღვანელი პირის მიმართ სასტიკი საყვედური, რაც თავის თავში დასჯის მიმართულებით კიდევ უფრო მეტს მოიცავს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი ჯგუფის პასუხისმგებლობა გამოკვეთილიყო, – განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ გენერალური ინსპექციიდან გამოსვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა პოლიციამ სასადილოდან, სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად სასადილოში იყო ჩასული.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა პოლიციამ სასადილოდან, სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად სასადილოში იყო ჩასული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები