თბილისი სეტყვის მოლოდინში – საქართველოში ამინდი გაუარესდება
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში ამინდი გაუარესდება. ქვეყანაში მომდევნო ორი დღის განმავლობაში ხანმოკლედ იწვიმებს ელჭექით, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, 13-14 მაისს საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმებთან ერთად მოსალოდნელია ძლიერი სეტყვაც. ამასთან, თბილისში ძლიერი ქარი იქროლებს.
„დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 15 მაისიდან გამოიდარებს. 15-17 მაისს უნალექო ამინდები იქნება და ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი 32-33 გრადუსს მიაღწევს“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.