ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

0

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად 28 წლის ქალი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
(ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა)
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი