ძლიერი ხანძარი სამგორის რაიონში (ფოტო, ვიდეო)

ამ წუთებში სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც “კვირას” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლის კერა ვრცელ ტერიტორიაზე მოჩანს.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ნავთლუღის ბაზრობაზე საბურავებს და სხვა ნარჩენებს გაუჩნდა.

მათივე ცნობით, დამწვარია 100 კვ.მ. ტერიტორია. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები