ციხე-ქალაქ მუცოს რეაბილიტაცია-რესტავრაცია ჩაუტარდება

ციხე-ქალაქი მუცო, უნიკალური არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, განადგურების პირასაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული. ირაკლი ღარიბაშილი უახლოეს დღეებში ხევსურეთში ჩასვლას და ადგილზე პრობლემის გაცნობას გეგმავს. პრემიერის განცხადებით, ძეგლის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია მოხდება. „ციხე-ქალაქი მუცო, უნიკალური არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, განადგურების პირასაა. მიუხედავად იმისა, რომ მუცო საქართველოს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაში იყო შესული, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა შესაბამისი თანხების გამოყოფა და ასეთი მნიშვნელობის ძეგლის დაცვა. ჩვენ სასწრაფოდ მივიღებთ გადამჭრელ ზომებს და არ დავუშვებთ, საფრთხე დაემუქროს ხევსურეთის და საქართველოს დარაჯად წოდებულ შუა საუკუნეების ამ უძველეს და ისტორიულ ძეგლს. კულტურული მემეკვიდრეობის გადარჩენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება პასუხისმგებლობის მქონე ყველა ხელისუფლების ვალია. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, უახლოეს დღეებში პირადად ჩავიდე პირიქითა ხევსურეთში და ადგილზე გავეცნო ყველა პრობლემას. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მუცოს – ამ უნიკალური ძეგლის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია მოხდეს“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები